Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაზი ხელაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1973 წელს. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, იყო კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა შემოქმედების შესახებ. გარდა სამეცნიერო წიგნებისა, ნაზი ხელაია ავტორია 30-მდე პოეტური კრებულისა: "ვინ ახსნა ჯაჭვი", "ამორძალის ლოცვა", "სული ღმერთს, გული სამშობლოს" და სხვა, სამნაწილიანი რომანისა "თეთრი ხილვები". საკანდიდატო დისერტაციის თემა "იოსებ ნონეშვილის ლირიკა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა "გალაკტიონის ლექსის მუსიკა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.396-397 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |