The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია კემულარია

ილია კემულარია
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1989  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს.

მუშაობა დაიწყო ტექნიკოსად რიონჰესის მშენებლობაზე, შემდეგ "საქჰიდროენერგომშენში"და თბილისის ელექტროქსელების სამმართველოში ინჟინრის თანამდებობებზე. 1933-1935წწ. - ქ. მოსკოვის ენერგეტიკის სამმართველოს ინჟინერი; 1935 წლიდან - აჭარისწყლის ჰესის მშენებლობა, სადაც ხელმძღვანელობდა ელექტროსადგურის ელექტრონაწილის საპროექტო ჯგუფს, შემდეგ ძალოვანი კვანძის ელექტროსამონტაჟო სამუშოების ხელმძღვანელის მოადგილე და ხელმძღვანელი; 1938 წლიდან - "საქენერგოში" ჯერ კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი, ხოლო შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1944 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კანტორის უფროსი, შემდეგ ამავე ტრესტისა და "საქენერგოს" საპროექტო კანტორის გაერთიანების გამო - გაერთიანებული კანტორის უფროსი; 1960 წლიდან - "საქენერგოპროექტის" დირექტორი; 1963 წლიდან პენსიაზე გასვლამდე - "ენერგოქსელპროექტის" დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა 35-500 კვ. ძაბვის მრავალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი მეცნიერული სტატიები სისტემატურად ქვეყნდებოდა რესპუბლიკურ და საკავშირო ჟურნალ-გაზეთებში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.161

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: