შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხუროძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად, გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში. 1939 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ "ინდუსტრიულ ქუთაისში", პირველი წიგნი − საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული "ოქროს ხელები" 1957 წელს. გამოცემული აქვს ლირიკული ლექსების კრებულები: "მთების ბალადა" (1973), "მოთიბული ვარსკვლავები" (1979, საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებული. მისი ლექსი "მინდა დიდი გავიზარდო" წლების მანძილზე იყო შეტანილი დედაენის სახელმძღვანელოში. 1985 წელს გამოსცა ნოველების წიგნი "ნუ გაფრინდებით!.."; სიცოცხლის ბოლო პერიოდში - "სევდიანი ნოველები". დავით ხუროძის საბავშვო პიესები წარმატებით იდგმებოდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.402-403 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |