The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბოგდან ნიგურიანი

ბოგდან ნიგურიანი
ოფიციალური სახელი:ნუგზარ ნიგურიანი
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1947
გარდაცვ. თარიღი:2017  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ელექტროტექნიკურ სასწავლებელში; 1967 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხდრო სამსახურში და ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში; სწავლის პერიოდში ეწეოდა მთამსვლელობას, საქართველოს სახელით მონაწილეობდა ჩემპიონატებში კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში; არის შეიარაღებული ძალების რამდენიმე გზის ჩემპიონი და პრიზიორი; მონაწილეობდა საერთაშორისო მთამსვლელ მოთხილამურეებთან ერთად მწვერვალ იალბუზიდან თხილამურებით დაშვებაში; 1972-2005წწ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სამაშველო სამსახურს; აღნიშნულ წლებში ჯგუფმა კავკასიონის მწვერვალებიდან და უღელტეხილებიდან ჩამოასვენა 25 დაღუპული და 30-მდე გადარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები; შესრულებული აქვს უმაღლესი კატეგორიის ასვლები კავკასიონზე, მინიჭებული აქვს უფროსი ინსტრუქტორის წოდება, როგორც ალპინიზმში და ტურიზმში, ასევე სამთო სათხილამურო სპორტში. არის სპორტის ოსტატი ალპინიზმში, სამთო-სათხილამურო სპორტში და მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რომლის დირექტორადაც წლების განმავლობაში  მუშაობდა და რომელსაც ტურისტები დიდი ინტერესით ეცნობიან. მთამსვლელი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.275

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სპორტის ოსტატი
  • სპორტის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: