შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, ხარაგაულის რაიონი. 1882-1907 წლებში მუშაობდა შეშის საწყობის დარაჯად, ხაშურის დეპოში შავ მუშად, მეისრედ სადგურ წიფაში, მატარებლის კონდუქტორად. მიღებული ჰქონდა საგანგებო ჯილდო (სამჯერ გადაარჩინა მატარებელი კატასტროფას). პირველი საცდელი მატარებელი წიფის გვირაბში სამსონ კიკნაძემ გაატარა. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში; 1905 წელს შეიპყრეს და ალიხანოვ-ავარსკის განკარგულებით, სხვა 28 რევოლუციონერთან ერთად უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ გადარჩა. 1931 წელს, თბილისში მიწის სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მან აღმოაჩინა VII საუკუნის არაბული სვეტი, იშვიათი ისტორიული ძეგლი, რომელიც საქართველოს ისტორიის მუზეუმში ინახება. ამ აღმოჩენის შესახებ წერდა გაზეთი "კომუნისტი" (1935, 1 მაისი, №102) და ჟურნალი "მეცნიერება და ტექნიკა" (1935, №3). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.680
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |