Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასო კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის II ტექნიკურ სასწავლებელში, სასულიერო სემინარიში, შემდეგ 1918-1919 წლებში გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. პირველად გამოვიდა სცენაზე 1912 წელს "სახალხო სახლში", ალ. წუწუნავასა და ნ. გოცირიძის ხელმძღვანელობით. 1922 წლიდან, როგორც დამდგმელი და რეჟისორი მუშაობდა სხვადასხვა კლუბში, საესტრადო სცენაზე, "საქფილექტში" - მსახიობად და რეჟისორად. მას ეკუთვნის პიესა "გოჩა" (4 მოქმედებად, შედიოდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში), კომედია "პროკლამაცია" (კომედია 3 მოქმედებად), "სისხლი და ნავთი" (დრამა 4 მოქმედებად), "ტყის ძმები" (6 ეპიზოდად), "ჭკუის კოლოფი" (4 მოქმედებად); აგრეთვე საბავშვო და სხვა ერთმოქმედებიანი პიესები; თარგმნა პიესები: "ფლენგო" და "დიდი ერეტიკოსი" და სხვ. ვასილ კობახიძის თითქმის ყველა პიესა იდგმებოდა თბილისის დიდი კლუბების სცენებზე. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.724 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |