შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ დაუშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსიტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წელს მუშაობას იწყებს გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორ ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით; ამ პერიოდში მსახიობმა შექმნა მრავალი საინტერესო სახე: მუშა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მააბდელი"), ტულიო (გოლდონის "ცეკვის მასწავლებელი"), ყაფლანი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ნოე (რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი"), სიმონიკა (გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვა; 1961 წელს მუშაობას იწყებს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში სადაც ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით ყალიბდება ახალგაზრდული დასი, ამ პერიოდის სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ირაკლი (ლ. იოსელიანის "ჩვენი ერთი საღამო"), მედვედევი (რ. მამულაშვილის "თორტიზელები", ვლადიმერი (ვ. კოროსტილევის "მე მჯერა შენი"), ბუგროვი ("კოლეგები") და სხვა; თეატრში მუშაობის პარალელურად მსახიობი თ. დაუშვილი დაკავებული იყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში", სადაც მრავალი საინტერესო სახე შექმნა; გოჩა ("ზღვის შვილები"), კუკური ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), გრიფიტი ("დრო იწურება განთიადისას"), რეზო ("გიორგობისთვე"), კაპიტანი ("უყაიმო თამაში"); 1968 წლიდან მუშაობას იწყებს რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც შექმნა სახეთა მთელი გალერეა: შტრაუბე ("მაესტრო"), ტრიგორინი ("თოლია"), ამილკარი ("დამქირავებელი") და მრავალი სხვა; მათ შორის აღსანიშნავია 1979 წელს უნგრელი რეჟისორის ენდრე მარტონის მიერ დადგმული მ. საბოს პიესა - "ის ლამაზი მზიანი დღე". სპექტაკლს მაღალი შეფასება მისცეს როგორც ქართველმა, ისე უნგრელმა კრიტიკოსებმა. თ. დაუშვილი სისტემატურად მონაწილეობდა რადიო და ტელედადგმებში, იგი იყო რუსთავის დრამატული თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |