შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი კუპრავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გეგუთი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი "ელექტროსადგურების" სპეციალობით 1969 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალის საქვაბე საამქროს ზეინკლად; 1969 წელს მუშაობა დაიწყო რიონჰესების კასკადში მორიგე ინჟინრად; 1970 წელს გადაიყვანეს ელ. ლაბორატორიის ინჟინრად; 1975 წელს დაინიშნა ელექტრომექანიკური საამქროს უფროსად; 1976 წელს - ვარციხე ჰესის პირველი ჰესის სადგურის უფროსად; 1979 წელს - ვარციხე ჰესების კასკადის მთავარ ინჟინრად; 1985-2005წწ. - ვარციხე ჰესების კასკადის გენერალური დირექტორი. ვარციხე ჰესების კასკადში შემავალი ოთხი, ტიპიურად ერთნაირი ჰიდროელექტროსადგური უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაიშვა 1976, 1978, 1980 და 1988წწ. მისი გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების დანერგვამ დიდი როლი შეასრულა ვარციხე ჰესების კასკადის მუშაობის იმედიანობის უზრუნველყოფაში. სამი გამოგონება დაპატენტებულია "საქპატენტის" მიერ. 1999-2000წწ. იყო ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. 2005 წელს მუშაობდა შპს "ვარციხე 2005"-ში დირექტორის მრჩევლად. 2006 წლიდან - პენსიონერი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.183
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |