The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისე ლომინაძე

ელისე ლომინაძე
სხვა სახელი:ჩახუნდარა
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1916  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1901-1902 წლებში დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. 1903 წელს გადმოვიდა თბილისში, 1904 წლიდან ეწეოდა არალეგალური ლიტერატურის ტრანსპორტირებას თითქმის მთელ კავკასიაში. 1903 წლის პარტიული განხეთქილების შემდეგ გახდა ბოლშევიკი. 1906 წელს შექმნა პარტიული მებრძოლი სამხედრო დაჯგუფება, რომლის მიზანი იყო პარტიის მატერიალური უზრუნველყოფა. ელისე ლომინაძე მონაწილეობდა 1907 წელს ქუთაისში, ერევნის მოედანზე მოწყობილ ექსპროპრიაციაში; ამავე წელს გერმანე მგალობლიშვილის პასპორტით პეტროგრადში გაემგზავრა იარაღის ჩამოსატანად, დაპატიმრებულ იქნა ფინეთის საზღვართან. 1908 წელს გაასამართლეს და 6 წლით კატორღა მიუსაჯეს, სასჯელს იხდიდა სარატოვში და ციმბირში. რევოლუციონერ-ორგანიზატორი, ექსპროპრტატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.838; საქართველოს ეროვნული არქივი: archival-services.gov.ge


გააზიარე: