შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ლაფანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი ელსადგურების და სისტემების სპეციალობით 1944 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო ზაჰესში: 1945 წლიდან - მორიგე ინჟინერი; 1949 წლიდან - ელ. ლაბორატორიის უფროსი; 1960 წლიდან - ელ. სამანქანო საამქროს უფროსი. 1973-1987წწ. - კასკად "ზაჰესის" მთავარი ინჟინერი. 1987 წელს გავიდა პენსიაზე და გადაყვანილ იქნა კასკადის ლაბორატორიის უფროსად. მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის, მედალი "გმირული შრომისთვის" 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში (1946); საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1967); საიუბილეო მედალი "გმირული შრომისთვის" ვ.ი. ლენინის 100 წლისთავთან დაკავშირებით (1970); ბრინჯაოს (1978), ვერცხლის (1980) მედლები სახალხო მეურნეობის განვითარებაში წარმატებებისათვის; საიუბილეო მედალი დიდ სამამულო ომში გამარჯვების ორმოც წლისთავთან დაკავშირებით (1985). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.187 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |