The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადოლფ ლუდინი

ადოლფ ლუდინი
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 1968  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დალემის ტყის სასაფლაო, ბერლინი, გერმანია
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კარლსრუე (გერმანია).

დაამთავრა ქ. კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინრის სპეციალობით 1904; 1909 წელს და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 

1904-1914წწ. და 1919 წელს მუშაობდა ბადენის სახელმწიფო რკინიგზაზე და ბადენის ჰიდრო-საგზაო სამმართველოში. 1920 წელს - კარლსრუეს ტექნიკური ინსტიტუტის პრივატ-დოცენტი; 1923 წელს - ბერლინის ტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის პროფესორი. მთავრობის მოწვევით 1924 წელს ჩამოვიდა საქართველოში ფერომანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით. გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით დაწვრილებით შეისწავლა მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ელექტროენერგეტიკუlი პოტენციალი, რომელიც გამოაქვეყნა ცხრილის სახით. წარმოადგინა ლაჯანურჰესის განხორციელების რამდენიმე სქემა. დაადგინა, რომ მდინარეებზე ჯოჯორა, საკაურა და რიწეულა შეიძლება აშენდეს 400-450 მ. დაწნევიანი ელექტროსადგურები. გვირაბების საერთო სიგრძე შეადგენდა 120 მ-ს, აქედან სადაწნეო გვირაბების - 86 კმ. შემდგომ წლებში მის მიერ შემოთავაზებული სქემებიდან განხორციელდა რიონჰესი. 1925 წელს ჩაატარა აჭარისწყლის ჰესის რამდენიმე საპროექტო მონაცემის დაწვრილებითი ექსპერტიზა. იმავე წელს წარმოადგინა მდ. რიონში ზუბის წყალსაცავში დაგროვილი წყლის გადაგდების საპროექტო დავალება. გერმანელ პროფესორ ვილზერთან ერთად დაამუშავა შაორის ღრმულის გამოყენების შესაძლებლობა ელექტროსადგურის აშენების მიზნით. ავტორი და თანაავტორია რამდენიმე სპეციალიზირებული წიგნისა ჰიდრომშენებლობაზე. კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1959); ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო სენატორი (1954); რუმინეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია (ბუქარესტი), საპატიო წევრი (1941); გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტის (ბრნო) საპატიო დოქტორი (1926). გერმანელი სპეციალისტი ჰიდროენერგეტიკის დარგში, ბერლინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.192-193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პრუსიის მეცნიერებათა აკადემია (ბერლინი, გერმანია), ნამდვილი წევრი (1939-)

გააზიარე: