The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოტო ლომია

დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:1988  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში ცვლის უფროსად; 1963 წლიდან - მშენებარე თბილისის სახელმწიფო ელექტროსადგურში საქვაბე საამქროს ცვლის უფროსი; იმავე წლიდან - ენერგობლოკის მორიგე ინჟინერი; 1966-1972წწ. - საქვაბე-სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილე; 1972-1977წწ. - საამქროს უფროსი; 1977 წლიდან - მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1981 წლიდან - მთავარი ინჟინერი. აღზარდა მთელი პლეადა თბილსრესის ახლად შექმნილი კოლექტივის სხვადასხვა რანგის სპეციალისტები, დანერგა მრავალი გამოგონება და რაციონალიზატორული წინადადება, რითაც უდიდესი როლი ითამაშა ელექტროსადგურის მუშაობის საიმედოობისა და ეკონომიურობის ამაღლების და მთლიანად საქართველოს ელექტრომომარაგების საქმეში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.197


გააზიარე: