The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კაკაჩა კაკაბაძე

კაკაჩა კაკაბაძე
Legal name:თამაზ კაკაბაძე
Date of birth:1 October, 1954
Date of death:17 July, 1996  (at 41 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო.

მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია პეიზაჟი, ნატურმორტი და კომპოზიცია; მისი მხატვრობისთვის  დამახასიათებელია თეთრი ფერი; მხატვარი ოსტატურად იყენებს თეთრი ფერის მთელ დიაპაზონს, რითაც მისი ნამუშევრები - თეთრი პეიზაჟების თუ, თეთრი სახლების სერიები გამორჩეული და დასამახსოვრებელია; აღსანიშნავი ნამუშევრებია: "თეთრი ქალაქი", "გრამაფონი", "და მიცურავს გემი", "შადრევანთან", "ძველი თბილისი", "ბერნარდა ალბას სახლი",  "მონაზვნები", "ზინგერი", "ტრამვაი სტალინი" და სხვ; მიღებული აქვს მონაწილეობა 5 პერსონალურ და 25 ჯგუფურ გამოფენაში. 1980 - იან წლებში იყო თბილისში, აბანოთუბანში ახალგაზრდა მხატვრების კლუბ ფიროსმანის ერთერთი დამაარსებელი; 1987 წ. ფილმის "საიდუმლო"- მიტროფანე ლაღიძე, მხატვარი (მიხეილ იაშვილთან ერთად). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში; 2011 წელს "ბაია" გალერეამ მოაწყო  თამაზ კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა და გამოსცა ალბომი "კაკაჩა". ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქართული მხატვრობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი.

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-1996)

Share: