შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა მანჯავიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1942 წელს. 1943-1947წწ. მუშაობდა თბილისის საპროექტო საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში"; 1953 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1971-1974წწ. - ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1975 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. მისი მეცნიერული კვლევის საგანს წარმოადგენდა ჰესების სადაწნეო სისტემებში წყლის მასების რხევის, ნაგებობების ჰიდრავლიკური მდგრადობის, მაღალდაწნევიანი დერივაციული ნაგებობების საექსპლუატაციოდ გაშვების საკითხები. 1979-1982წწ. მისი ხელმძღვანელობით ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის ტრასის გასწვრივ დამონტაჟდა გამზომი აპარატურა, რომლის საშუალებითაც დადგინდა დერივაციულ გვირაბში ჰიდროტექნიკური დაწნევის რეალური დანაკარგები და შესაბამისად სიმტკიცის კოეფიციენტის მნიშვნელობა. მონაწილეობდა ენერგეტიკის დარგში ჩატარებულ საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-ტექნიკურ თათბირებსა და კონფერენციებში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |