The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუიზა მაჭარაძე

ლუიზა მაჭარაძე
დაბადების თარიღი:1950  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ადიგენი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1972 წელს, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს რეჟიმების სამსახურში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის უფროსად. 1972-1983წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელების კათედრაზე, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო დიპლომის ხელმძღვანელი; 1983-1999წწ. "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღებისა და ზედამხედველობის საწარმოში ელექტროენერგიის განაწილებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი ინჟინერი, ჯგუფის უფროსი; 1999-2006წწ. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანგარიშსწორების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი; 2006 წლიდან - შპს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" (ესკო), საერთაშორისო ხელშკრულებების დეპარტამენტის უფროსი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს საკავშირო ინსტიტუტებში მოსკოვსა და ლენინგრადში. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. დაჯილდოებულია ქების სიგელებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.216


გააზიარე: