შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 1983-1990წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტის მეორე, შემდგომ პირველი მდივანი; 1990-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1992-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი; 1997-2001წწ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი საკონსულო საკითხებში; 2002-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადასა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსი; 2003-2014წწ. Georgian Airways, გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობების დარგში; 2014-2019წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში, აკრედიტებული არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |