შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ბექაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1994-1995წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს სტაჟიორი; 1995-1996წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი; 1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს პირველი მდივანი; 1999-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი; 2002-2005წწ. ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში; 2005-2007წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამართლებრივი ექსპერტიზის სამსახურის უფროსი; 2007-2013წწ. სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი ექსპერტიზისა და მარეგულირებელ კომისიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კვიპროსის რესპუბლიკაში; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში; 2018 წელს შპს "აგრიფარმინგის" დამფუძნებელი და დირექტორი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |