Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოჭი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1952 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს ქ. დონეცკში ენერგეტიკოსად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ზესტაფონის, ჭიათურის, რუსთავის ელექტროქსელებში, სადაც გაიარა შრომითი გზა რიგითი ინჟინრიდან უბნის უფროსობამდე. დიდი პრაქტიკის მქონე ინჟინერი დააწინაურეს ქუთაისის ელექტროქსელის მთავარ ინჟინრად, შემდეგ, დირექტორად. 1972 წლიდან იყო "საქენერგოს" ენერგოგასაღების მთავარი ინჟინერი. 1977 წელს ავადმყოფობის გამო გადაყვანილი იქნა "საქენერგოს" შრომისა და ექსპერტიზის განყოფილების უფროსად, საიდანაც გავიდა პენსიაზე. მიღებული ჰქონდა საკავშირო და რესპუბლიკური ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.228
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |