შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გრძელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1984-1991წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1991წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის მეექვსე სკოლაში; 2001-2013წწ. აღმასრულებელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა, შვეიცარია); 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან; 2019 წელს წმ. მიქაელის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში (კანადა); 2020 წელს სირუს ვანსის მიწვეული პროფესორი მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში, აშშ; 2020 წელს ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის ბერნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (შვეიცარია). მიღებული აქვს პაპ პაიუს მეცხრის ორდენი (ვატიკანი), მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის ჯილდო. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |