ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ დვალიშვილი
დაბადების თარიღი: | 5 მარტი, 1954 (71 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით 1978 წელს. 1994 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; სხვადასხვა წლებში ეკავა აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთის ქვეყნებისა და ავსტრალიის დეპარტამენტის უფროსის, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის, გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები; 1997-2001წწ. მივლენილი იყო ეუთო-ს მისიებში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში; 2003-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში; 2007-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში; 2011-2014წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრალიის თანამეგობრობაში; 2018-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის, სეიშელის, კენიის, ტანზანიის გაერთიანებულ, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ სუდანის, რუანდის, ბურუნდისა და სომალის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.67
|