The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ დუჩიძე

ნუგზარ დუჩიძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცნო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1969 წელს; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, ესპანური ენის კურსები 1972 წელს; დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 1976 წელს; საკავშირო საგარეო ვაჭრობის აკადემიის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები 1982 წელს; 1988 წელს ბიზნესმენთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ექსპორტიორთა და იმპორტიორთა ასოციაცია (არგენტინა);  დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა, საქართველოს ეკონომიკის ინსტიტუტი 2002 წელს.

1969-1972წწ. მუშაობდა თბილისის ფარმაცევტული ქარხანაში, საამქროს უფროსად; 1972-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1975-1979წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტროს განყოფილების უფროსი; 1982-1984წწ. საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სამინისტრო, მთავარი საინჟინრო-ტექნიკური სამმართველოს ექსპერტი; 1984-1988წწ. არგენტინაში საკავშირო საწარმო წარმომადგენლობის უფროსი ინჟინერი; 1988-1989წწ. საკავშირო საწარმო-სამრეწველო პალატის უფროსი ექსპერტი; 1989-1992წწ. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1994-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე; 1995-1997წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე; 1997-2001წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე; 1999-2003წწ. ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და კულტურულ ურთიერთობათა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოს ავტორი – "საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია". საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.74


გააზიარე: