The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე მეძმარიაშვილი

დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:29 თებერვალი, 2012  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1962 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს თბილისის სხვადასხვა საწარმოში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში ცვლის უფროსად, უფროს ინჟინრად; 1963-1965წწ. - საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის სამმართველოში ტექნიკური სამსახურის ინჟინრად; 1965-1983წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში უფროს რეფერენტად, განყოფილების გამგის მოადგილედ, ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის განყოფილების გამგედ; მინისტრთა საბჭოს აპარატში მუშაობის პერიოდში ძირითადი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი; 1983 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მუშავდებოდა და ხორციელდებოდა რესპუბლიკის მრეწველობის სახელმწიფო გეგმები, ვითარდებოდა ელექტროენერგეტიკის, მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობისა და გაზის, მანქანათმშენებლობის კომპლექსები, რომლებიც განსაზღვრავდნენ რესპუბლიკის ეკონომიკურ პოტენციალს; 1990 წელს აირჩიეს საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქნავთობპროდუქტის" თავმჯდომარედ; 1993 წელს დაინიშნა კონცერნ "საქგაზის" თავმჯდომარის მოადგილედ; 1994-2004წწ. მუშაობდა ავიაკომპანია "ორბი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ; საქართველოს ნავთობისა და საერთაშორისო კორპორაციის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში ინჟინრად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობის ოფიციალური მადლობები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.233

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: