შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მირზიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით "სასარგებლო ნამარხთასაბადოების ძებნის და ძიების გეოფიზიკური მეთოდები", ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს; სახალხო მეურნეობის წარმოების თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზაციის ეკონომიკური მეთოდების და ტექნიკის გამოყენების ისნტიტუტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს; განვლო გზა რიგითი გეოფიზიკოსიდან ამ დარგის ერთ-ერთ ხელმძღვანელამდე; 1955-1957წწ. მუშაობდა ტრესტ "კავკასნახშირგეოლოგიაში"; 1957-1961წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში; 1961-1963წწ. - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1963-1978წწ. - საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში; 1978 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" მთავარი ინჟინერი. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იგი "კავკასიის ნახშირების ატლასის" ერთ-ერთი თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.236-237 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |