ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ ერისთავი
დაბადების თარიღი: | 19 ოქტომბერი, 1965 (59 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი 1989 წელს; პარიზის საჯარო მმართველობის საერთაშორისო ინსტიტუტი (IIAP), საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი 1992 წელს. 1989-1994წწ. და 2000-2005წწ. ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა, მეორე მდივნიდან საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემდე; 1994-1996წწ. სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფი, სახელწიფო მრჩეველი; 1996-2000წწ. ბელგიისა და ნიდერლანდების სამეფოებსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2005-2007წწ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2007-2009წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში; 2013-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყისა და ლიბანის, რესპუბლიკებში; 2015-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში – აკრედიტებული დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, ბელიზში, ელ სალვადორის რესპუბლიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტარიკის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მინიჭებული აქვს მექსიკის იბერო-ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (La Universidad Iberoamericana - IBER.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.75
|