The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მირცხულავა

დავით მირცხულავა
დაბადების თარიღი:1955  (70 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1988-1989წწ. იმყოფებოდა იტალიაში სტაჟირებაზე, მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა იტალიის ნაციონალურ ენერგეტიკულ კომპანიაში. 1991-1996წწ. კითხულობდა ლექციებს აგრარულ უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის კათედრის გემგე, პროფესორი. 1994-1998წწ. - ჰიდროტექნიკური ნაგებობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრის "დიანდჰესის" დირექტორის მოადგილე, დირექტორი; 1998-1999წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 1999-2003წწ. - მინისტრი; 2003-2006წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კომპანიებში კონსულტანტად. გამოქვეყნებულია აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ჰიდროენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობის საკითხებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1982), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიდროელექტროსადგურების ძირითადი ნაგებობების უსაფრთხოების შეფასებისა და პროგნოზირების პრობლემური ამოცანები", დაიცვა (1994).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.237-238

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: