შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კორნელი კეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. მუშაობდა კასპის რაიონში, სხვადასხვა დროს იყო რაიონის სანეპიდსადგურის, რაიონული საავადმყოფოს, რაიონული პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, ხოლო 1958-დან 1971 წლამდე – რაიონისა და რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა კასპის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებასა და სამკურნალო-პრევენციულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამდიდრებაში; იყო კასპის რაიონული საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატი, რაიკომისა და რაისაბჭოს აღმასკომის წევრი; 1972-1983წწ. მუშაობდა თბილისის მოზრდილთა მე-13 პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; 1983 წელს შრომით პენსიაზე გადავიდა და მუშაობა დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ კადრების დარგში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი; იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. წყარო: ჟურნალი "ავერსი" №202 : aversi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |