შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ კალანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2005-2006წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის ატაშე; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტის მესამე მდივანი; 2007-2014წწ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; ასევე, კონსულის მოვალეობის შემსრულებელი (2010-2012) და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი (2013-2014); 2014-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი; 2015-2017წწ. კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2015-2017წწ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2017-2018წწ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. ავტორია მონოგრაფიისა "ჩინეთის ტრანსფორმაცია XXI საუკუნეში" (2015); გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტატია ჩინეთის გახსნილობისა და რეფორმების პოლიტიკის შესახებ. დაჯილდოებულია ჩინეთში გამოცემულ ჟურნალ "Wine in China"-ს მიერ საპატიო სიგელით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ღვინის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2013 წელს; ჩინეთის უცხოეთთან მეგობრობის ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით "International Friendly Ambassador" 2014 წელს; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ მადლობის სიგელით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2014 წელს; საპატიო სიგელით ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის - JD.com (2023). 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.87; საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში: china.mfa.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |