The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზინაიდა მოდებაძე

დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1979  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დნეპროპეტროვსკი, უკრაინა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1941 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), 1950 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965 წელს აირჩიეს ჰიდრორესურსების პერსპექტიული გამოყენების სექტორის ხელმძღვანელად. მის მიერ შესრულებულია რიგი ჰიდრავლიკური და ჰიდროენერგეტიკული გამოკვლევები, რომლებიც გამოყენებული იყო ხრამის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურების საპროექტო გადაწყვეტებში. ხელმძღვანელობდა ჰიდრავლიკური დარტყმის რთულ გაანგარიშებას ზემო-ინგულეცის (უკრაინა) სატუმბო სისტემაში. ბოლო წლებში მუშაობდა საქართველოში ჰიდროსააკუმულაციო ელსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხებზე, მათი რაციონალური პარამეტრების დადგენის მიმართებით. გამოქვეყნებულია მისი 20 სამეცნიერო შრომა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.244


გააზიარე: