შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუსტავ რადე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დანციგი, პრუსია (ახლანდელი გდანსკი, პოლონეთი). დაამთავრა დანციგის პეტრე-პავლეს რეალური გიმნაზია. ბავშვობა პრუსიაში გაატარა. მუშაობდა პროვიზორის თანაშემწედ დანციგის ერთ-ერთ აფთიაქში; 1852 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში; 1863 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა; თავდაპირველად იგი ობსერვატორიის თანამშრომელი იყო, ხოლო 1864 წლიდან რუსეთის მეფისნაცვლის დავალებით შეუდგა კავკასიის კვლევას. ბოტანიკური და ზოოლოგიური კვლევები ჩაატარა ამიერკავკასიის ყველა ნაწილში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონებში; 1867 წელს მისი უშუალო მონაწილეობით ხელმეორედ გაიხსნა კავკასიის მუზეუმი (1852 წელს დაარსდა თბილისში მწერალ ვ. სოლაგუბის ინიციატივით, დაიხურა 1864 წელს). ეს იყო პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი რუსეთის იმპერიაში; გ. რადე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკას (1868-1903), რომლებიც მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ კერა იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მან ხელი შეუწყო თბილისის ჩამოყალიბებას კავკასიის სამეცნიერო ცენტრად. დიდია გ. რადეს დამსახურება კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული აღმოჩენების სფეროში. მიღებული აქვს: "დემიდოვის პრემია", "დედოფალ ვიქტორიას ოქროს მედალი", "კონსტანტინეს მედალი". ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 231; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ბიბლიოთეკის დირექტორები - გუსტავ რადე : nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |