შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მშვიდობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრიფიკაციის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტრამვაისა და ტროლეიბუსების სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1946 წლიდან - საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი; 1954-1958წწ. - ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს უფროსი. სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ, 1958-1960წწ. - მისი მონაცვლე საქალაქო ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1960 წლიდან - თბილისის "რადიოქარხნის" ხელმძღვანელი; 1963 წლიდან - სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966). 1969-1980წწ. - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრის გამგე. შექმნა ახალი კათედრა "სოფლის მეურნეობაში ელექტროენერგიის გამოყენების საკითხებზე", რომელიც აღჭურვა მაღალი დონის ლაბორატორიული ელექტროხელსაწყოებით. მიენიჭა დოცენტის წოდება. ამასთან ერთად იღწვოდა ინსტიტუტში ელექტრიფიკაციის ფაკულტეტის ჩამოყალიბებისათვის. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომა და აქვს რამდენიმე საავტორო მოწმობა. 1980 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" მთავარ სპეციალისტად. დაჯილდოებული იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და მთავრობის სხვა ჯილდოებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.252-253 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |