Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი სტაროსელსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი ჩრდილოეთ უკრაინა). დაამთავრა პოლტავის კადეტთა კორპუსი 1948 წელს. 1857 წელს კაპიტნის ჩინით დაინიშნა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, ბარონ ვრანგელის ადიუტანტად და ჩარიცხეს ქართულ გრენადერთა პოლკში. ამის შემდეგ დ. სტაროსელსკის სამხედრო, თუ სამოქალაქო-ადმინისტრაციული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება კავკასიას, კავკასიელ მთიელთა ცხოვრებას. 1877 წელს იგი თბილისში ჩამოვიდა; 1878 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ პოსტზე იგი გარდაცვალებამდე მუშაობდა; დ. სტაროსელსკი ი. ჭავჭავაძის ქვისლი იყო - მას ცოლად ჰყავდა ოლღა გურამიშვილის და ეკატერინე. სტოროსელსკი თბილისის რჩეულ საზოგადოებაში ტრიალებდა, ახლოს იყო იაკობ გოგებაშვილთან, აკაკი წერეთელთან, იყო ილიას თანამოაზრე, ეხმარებოდა მას ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში; დ. სტაროსელსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის გახსნაში. დიმიტრისა და ეკატერინეს ქალიშვილი ნინო სტაროსელსკაია იყო თავად იოსებ შალიკაშვილის მეუღლე, მათი ვაჟის, დიმიტრის, შვილები არიან ცნობილი ამერიკელი გენერლები: ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილები. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.256-258
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |