ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ნოდარ კომახიძე
დაბადების თარიღი: | 15 ივნისი, 1931 |
გარდაცვ. თარიღი: | 31 იანვარი, 1997 (65 წლის ასაკში) |
კატეგორია: | დიპლომატი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქეთის ისტორიის განხრით 1953 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე: საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს რესპუბლიკის საზოგადოება ცოდნის გამგეობის თავჯდომარე; საქართველო-თურქეთის საქმიანი ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი; გაზეთი "ხიდის" მთავარი რედაქტორი; 1994-1997წწ. საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი; გამოქვეყნებული აქვს (მათ შორის უცხოეთშიც) თურქეთის უახლესი ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი, 5 მონოგრაფია. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.97; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136
ბიბლიოგრაფია
|