შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლაცაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1998 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მეორე მდივანი; 1999-2002წწ. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს კონსული; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი; 2004-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი; 2006-2011წწ. აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2011-2012წწ. კანადაში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) უფროსი მრჩეველი; 02/2012-09/2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკაში და პარაგვაის რესპუბლიკაში; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2017 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი; 2019 წლიდან – საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |