შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფია17 წლის თამარი ხერხემლის პრობლემების გამო ექიმის რეკომენდაციით საფრანგეთში წაიყვანეს სამკურნალოდ, იგი საფრანგეთში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო, რათა შედეგისთვის მიეღწიათ. სამკურნალოდ სანატორიუმში დატოვეს. ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩააკითხავდნენ და ჩამოიყვანდნენ, მაგრამ ამ დროს რევოლუციამ იფეთქა, რის გამოც თამარი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. მშობლებმა ვეღარ ჩააკითხეს, იქ დარჩა, გათხოვდა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად; თამარ ანდრონიკაშვილი ემიგრაციაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო; ცხოვრობდა ტოლსტოის სახელობის ემიგრანტების სახლში; სიცოცხლე დაასრულა მოხუცთა თავშესაფარში, მაიამიში, 87 წლის ასაკში. ნატო ვაჩნაძისა და კირა ანდრონიკაშვილის უფროსი და. წყარო: უცნობი თამარი : ინტერვიუ / კირა ანდრონიკაშვილი //კვირის პალიტრა .- თბილისი, 2022.-26 სექტემბერი-2 ოქტომბერი .- N 39 (1470) .- გვ.22
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |