The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქასიმ ბარიდი

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:1504
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქართველი ღულამის - უსუფ (იუსუფ) ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია 200 წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა მთელი სუბკონტინენტის პოლიტიკურ ვითარებაზე. ადილ შაჰთა სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი კიდევ ერთი ქართველი ღულამის, ქასიმ ბარიდის მიერ დაარსებული სამეფო დინასტია იყო. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობი რჩება, მაგრამ ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ისიც მონობაში აღმოჩნდა. ქართველი ქასიმ ბარიდი და მისი დინასტია, რომელიც 130 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს, ისტორიკოს ფერიშთას ცნობით ახალგაზრდა ქართველი ინდოეთში მონობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ხვაჯა შაჰაბუდ-დინ ალი ეზდიმ იგი საჩუქრად მიართვა სულთან მუჰამედ შაჰ ბაჰმან მესამეს, რომელმაც თავის მხრივ ქასიმი გაამწესა თავის ქართველ მონებს შორის. სხვა ქართველი ღულამების მსგავსად, ქასიმმა ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი, როგორც გამორჩეულად მამაცმა და ნიჭიერმა პიროვნებამ, რომელიც ამავე დროს, ჩინებული კალიგრაფი და მუსიკოსი იყო. ქასიმი დიდი წარმატებით ართმევდა თავს სამხედრო საქმეს. მე-16 საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის, მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის ცნობით - "ქასიმმა თავი გამოიჩინა თავისი ვაჟკაცობით მეამბოხე მარათას წინაააღმდეგ ბრძოლებში, რომლის დასამარცხებლადაც იგი მიავლინეს პეიტუნსა და ჩაკუნს შორის მდებარე მხარეში." გადამწყვეტ ბრძოლაში თვითონ ქასიმმა მოკლა მეამბოხეთა თავკაცი და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, სულთანმა მაჰმუდმა ქასიმს ნება დართო, ცოლად მოეყვანა მოკლული მმართველის ქალიშვილი და უხვად დააჯილდოვა მიწებით. 1490 წლისთვის ქასიმმა დიდი ზეგავლენა მოიპოვა სამეფო კარზე, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ წარჩინებულთა შორის. სწორედ ამ დროს განუდგა სულთანს ქართველი ღულამი - იუსუფ ადილ ხანი, რომელმაც ბიჯაპურში საკუთარი სახელმწიფო შექმნა. ქასიმ ბარიდმა კი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბიდარის სასულთნოს. ქასიმი გარდაიცვალა 1504 წელს, მაგრამ ამ დროისთვის მან მოახერხა და საფუძველი ჩაუყარა ბარიდთა დინასტიას, რომელიც  130 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთის სამეფოს - ბიდარს.

წყარო: უცხოეთში დაკარგული ქართველები : 60 ამბავი / ალექსანდრე მიქაბერიძე.- თბილისი, 2017.- გვ.44


გააზიარე: