შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ნემსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა ცხინვალის ელექტროვიბრაციული მანქანების ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად, საქარხნო ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1963-1965წწ. - თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელ. აპარატებისა და ელ. მაგნიტური ვიბრატორების განყოფილებაში; 1969-1970წწ. - დ.ი. მენდელეევის სახელობის მეტროლოგიის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის დოცენტი; ასრულებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს იმპულსურ ენერგეტიკაში; დაამუშავა ელექტრული წრედის პარამეტრების განსაზღვრისა და მათი სიხშირეზე დამოკიდებულების აღიარებული მეთოდი; მისი ხელმძღვანელობით შექმნილი მაგნიტურ-იმპულსური ტექნილოგიური და საგამოცდო დანადგარები, დაცული საავტორო მოწმობებითა და პატენტებით, დაინერგა ელექტროტექნიკური, სამთამადნო, ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებში და მეტროლოგიური პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში; 1984-1987წწ. მივლინებული იყო ზამბიის რესპუბლიკაში, მუშაობდა უნივერსიტეტის ელტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტის პროფესორად; 2003 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის გამგე, პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ხელმძღვანელობდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელტექნიკისა და ელმოწყობილობათა დიაგნოსტიკის მიმართულებას.;120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 30 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.266-267; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |