შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტენიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით, საქართველოს პოლიტენიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 1993 წელს. 1973-1974წწ. საქართველოს მეტალურგიული ქარხნების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის (ГРУЗГИПРОМЕЗ) მეტალურგიული განყოფილების ინჟინერი; 1974-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასპირანტი; 1977-1980წწ. სპი-ს შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ინჟინერი; 1980-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასისტენტი; 1985-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის დოცენტი; 1994-2006წწ. სტუ-ს მარკეტინგისა და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარე; 2002-2006წწ. სტუ-ს შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან სტუ-ს შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის, მიმართულების ხელმძღვანელი; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ლითონების მეტალურგია", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შავი, ფერადი და იშვიათი ლითონების მეტალურგია", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |