ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ პოლოლიკაშვილი
დაბადების თარიღი: | 12 იანვარი, 1977 (48 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტი 1998 წელს; Instituto de Empresa-ს გლობალური მართვის პროგრამა (Global Senior Managment Program) ქალაქ მადრიდში, ესპანეთის სამეფო 2009 წელს. 1997 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა სააქციო საზოგადოება "თიბისი" ბანკში საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, საკორესპონდენტო ანგარიშების მართვის მენეჯერად, დოკუმენტალური აკრედიტების მენეჯერად, საკრედიტო მენეჯერად; 2001 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "თიბისი" ბანკის მთაწმინდის ფილიალის დირექტორი; 2005 წლიდან ამავე ბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორი; 2005-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2009-2010წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2010-2011წწ. სააქციო საზოგადოება "თიბისი ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი; 2011-2012წწ. საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" აღმასრულებელი დირექტორი; 05/2017 წლიდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი; 2006-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორას სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ანდორას სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში; 2018 წლიდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.131
|