The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნინუა

ნიკოლოზ ნინუა
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1983  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1930 წლიდან იყო თბილისის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი. მექანიკის და თბოტექნიკის დისციპლინებში კითხულობდა ლექციების კურსს სატყეო, ქიმიურ და სამშენებლო ინსტიტუტებში. ლენინგრადში გაიარა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში, თბოტექნიკის ინსტიტუტში. მისი მონაწილეობით განხორციელდა მრავალი საინჟინრო პროექტი: ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურზე, ლენინგრადის კიროვის სახელობის ქარხანაში, კემეროვოს, გორკის, იაროსლავლის, ნოვოსიბირსკის და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე. მუშაობდა მოსკოვში, შემდეგ როსტოვში ენერგეტიკული ობიექტების რეაბილიტაციის ხაზით. შემდგომ პერიოდში მუშობდა ჯერ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თბოტექნიკის კათედრის დოცენტად. 1965-1969წწ. იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მის მიერ დაარსებული თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის გამგედ.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.272


გააზიარე: