The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა კაც-იაშვილი

ზაზა კაც-იაშვილი
ოფიციალური სახელი:ზაზა კაციაშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 2011  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახწლმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1964 წელს.

მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; ეკონომიკის მიმომხილველად სახელმწიფო ტელევიზიაში. იყო ჟურნალ "ნიანგის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ გაზეთებში. გარდაცვალებამდე 14 წლით ადრე მიატოვა ყველანაირი სამსახური, კარიერა და დაიწყო ლექსების წერა; შექმნა ლექსების 14 კრებული, ძირითადად სონეტები; ყველა კრებული პატრიარქის კურთხევითაა გამოცემული; ესენია: "სულის საცეცხლური", "განდობილი", "სიტყვის ხმიადი", "საგალობელი წუთისოფლისა", "დელისციხის მარნის ჭაშნიკები", "მადლის მირონი", "შეწყალებულნი", "გალაქტიკური გამოფენა", "ამოძახილი", "ლოცვის ნამცვრევი", "კურცხალი", "ოთხგონისანი", "სარკეში არეკლილი აზრები". ავტორია ლექსების, სონეტების, პოემების... მისი ჟანრი ადრეულ პერიოდში უფრო ლირიკაა, ბოლო 14 წლის განმავლობაში კი მისმა პოეზიამ ძალიან საინტერესო ელფერი შეიძინა. ამ ჟანრს საღვთისმეტყველო პოეზია უწოდეს. ეკონიმიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს კომკავშირის პრემია
    მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების ნაშრომთა ციკლისთვის

ბიბლიოგრაფია

  • ამოძახილი : სონეტები (ავტორი) // ეძღვნება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2011. - 302გვ.
  • საგალობელი წუთისოფლისა : სონეტები (ავტორი) // ეძღვნება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2010. - 302გვ.
  • ლოცვის ნამცვრევი (ავტორი) // ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს. - თბილისი, საქ. სახელმწ. სას.-სამ. უნ-ტის სტ., 2009. - 514გვ.
  • კურცხალი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2009. - 301გვ.
  • დედას პური : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტ., 2009. - 296გვ.
  • სულის საცეცხლური : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2008. - 242გვ.
  • გალაქტიკური გამოფენა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2008. - 314გვ.

გააზიარე: