შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავება (ნავთობიანი და გაზიანი ჭაბურღილების ბურღვა) 1966 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1966-1969წწ. - "საქნავთობის" კოლხეთის ბურღვის კანტორა, ბურღვის თანაშემწე, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1969-1971წწ. - "საქნავთობი", ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1971-1974წწ. - წითელწყაროს ბურღვის კანტორის შუაგორის ბურღვის უბნის უფროსი; 1974-1975წწ. - დედამიწის სიღრმული სითბოს გამოყენების სამმართველო, ჭაბურღილების აღდგენის და ათვისების საამქროს უფროსი; 1975-1977წწ. - "საქნავთობის" ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1977-1979წწ. - ნავთობის და გაზის ღია შადრევნის ლიკვიდაციის და თავიდან აცილების გასამხედროებული რაზმის უფროსი; 1979-1983წწ. - "საქნავთობის" კოშკ-სამონტაჟო კანტორის დირექტორი; 1983-1991წწ. - "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. - გენერალური დირექტორის მოადგილე ბურღვის დარგში; 1992-1995წწ. - "საქნავთობი", აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის ექსპედიციის უფროსი; 2004-2005წწ. - შპს "საქნავთობი-სამგორის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2005-2006წწ. - შპს "იორის ველის ნავთობის და გაზის" გენერალური დირექტორი; 2008-2009წწ. - შპს "აკსაი ბიემ-სი", კონსულტანტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.276-277 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |