შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუბა არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო "ხელოვნების მუშაკთა სახლში" (თბილისი, 1982), შემდეგი პერსონული გამოფენები გაიმართა: თბილისის მერიაში (1996), თანამედროვე ხელოვნების გალერეაში (თბილისი, 2003), მწერალთა სახლში (თბილისი, 2014), გალერეა "სფუმატოში" (თბილისი, 2014, 2017), გალერეა "სილქში" (თბილისი, 2020), ქართულ-ებრაული ისტორიის მუზეუმში (თბილისი, 2023); მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში: "ცისფერი გალერეა" (თბილისი, 2001), სამხატვრო აკადემიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, ეროვნულ გალერეაში (თბილისი, 2002), თანამედროვე ხელოვნების გალერეა (თბილისი, 2004), გალერეა "კოპალა" (თანამედროვე ხელოვნების კატალოგის პრეზენტაცია, გამოფენა, თბილისი, 2006), გალერეა "OR" (თბილისი, 2011), გალერეა "არტ სფეისი" (თბილისი, 2012), არტ-კაფე "ტიფლის ბრანჩ" (თბილისი, 2014), თანამედროვე ხელოვნების გალერეა "სფუმატო" (თბილისი, 2015, 2016), ქართველი მხატვრების გამოფენა "ფიროსმანიდან დღემდე" (გეოლოგიის მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, 2016); ქართული კულტურის სახლი (კაუნასი, ლიტვა, 2016), გალერეა "არკა" (ვილნიუსი, ლიტვა, 2017), ქართველი მხატვრების გამოფენა "შეიგრძენი" (გეოლოგიის მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, 2018), გალერეა "სილქი" (თბილისი, 2018), თანამედროვე ხელოვნების გალერეა "სფუმატო" (თბილისი, 2018), გალერეა "სილქ"- საშობაო გამოფენა (თბილისი, 2019). მხატვრის ნამუშევრები ინახება: საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ბელგიის, ლიტვისა და შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში. ქართველი ფერმწერი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |