შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიტო პაპავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგის და დაზვერვის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1969წწ. ტრესტ "საქნავთობის" საძიებო კანტორის გეოლოგიურ-აგეგმვითი პარტიის უფროსი; 1969-1974წწ. საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს თემატური პარტიის მთავარი გეოლოგი; 1974-1982წწ. "საქნავთობის" გეოლოგიურ-საძიებო კანტორის მთავარი გეოლოგი; 1983-1993წწ. "საქნავთობის" მთავარი გეოლოგი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1993-1995წწ. დეპარტამენტ "საქნავთობის" თავმჯდომარის მოადგილე გეოლოგიის დარგში; 1995-2002წწ. დეპარტამენტ "საქნავთობის" მთავარი გეოლოგი; 2002 წლიდან "საქნავთობის" პრეზიდენტის მრჩეველი გეოლოგიის საკითხებში; 2005 წლიდან "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მრჩეველი. მისი შრომითი საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლასთან და მის წიაღში ნავთობის და გაზის საბადოების ძებნა-ძიებასთან; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის და მისი აღმოსავლეთი ნაწილის - თბილისისპირა რეგიონის გეოლოგიური აგებულების და ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შესწავლის საქმეში; მისი მონაწილეობით შედგენილი ნაშრომები ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამ რეგიონში მაღალდებიტიანი ნავთობის საბადოების გამოვლენაში; დ. პაპავას ხელმძღვანელობით საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყო სალიცენზიო ბლოკები ნავთობგაზიანობის პერსპექტივების მიხედვით, გაფორმდა ხელშეკრულებები რიგ უცხოელ ინვესტორებთან, რომლებიც ქართველ პარტნიორებთან ერთად აწარმოებენ ნავთობის და გაზის საბადოების ძებნა-ძიებას და ნედლეულის მოპოვებას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული ნაშრომი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიური და ტექტონიკური აგებულების, სტრატიგრაფიის და ნავთობგაზიანობის საკითხების შესახებ, შედგენილი რეგიონული და ლოკალური მასშტაბის გეოლოგიური, სტრუქტურული, პალეოგეოგრაფიული რუკები და ჭრილები. იყო გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადოს აღმოჩენისათვის მიენიჭა საბადოს პირველაღმომჩენის წოდება. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.279-280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |