შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა პაპუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგება", ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით, 1999 წელს. 1995-1996წწ. - მუნიციპალური საწარმო "თელასი" ინჟინერი; 1996-2000წწ. - შპს "ენერგოგაწყობა", სარელეო დაცვისა და ავტომატიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; 2000-2002წწ. - შპს "გამონი", მეორადი ძაბვის სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი, შემდეგ, შპს "ელექტრა", სს "ელექტროგადაცემა", სარელეო დაცვის მთავარი სპეციალისტი; 2002 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", სარელეო დაცვის მთავარი სპეციალისტი; 2002-2003წწ. - "აზერენერჯი", სიმენსის მიერ შესასრულებელი სამუშაოებიდან მეორადი ძაბვის სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი; 2003-2004წწ. - PA Consulting-ში შპს "საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ქვემო ქართლის, შემდეგ, ქვემოქართლისა და იმერეთის რეგიონალურ-ტექნიკური მენეჯერი; 2004-2007წწ. - შპს "საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. - "ენერგო-პრო ჯორჯიას" ენერგოდისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი; 2009-2010წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სენაკი-ფოთის ელექტროგადაცემის ხაზის პროექტის მენეჯერი; 2010 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრი, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში. მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის 2006 წელს ბრიტანეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო ასოციაციის ჯილდო საუკეთესო ინტერნაციონალური პროექტისთვის. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.281-282
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |