შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. შრომით საქმიანობა დაიწყო ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრაზე. 1966-1970წწ. ასპირანტი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). 1970 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის უფროსი მასწავლებელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1973 წელს მივლინებული იყო კუბაში ლას ვილიასის პროვინციის ცენტრალურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელებზე. 1975 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოცენტი და ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგის მოადგილე. 1983 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. იმავე წელს მივლინებული იყო ტანზანიაში დარ-ეს-სალამის ტექნიკურ კოლეჯში. 1984 წლიდან გააგრძელა მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1989 წლიდან - ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. პროფესორი (1993). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.285-286 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |