შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ყარალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს; 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1983 წელს სადოქტორო დისერატაცია. საგანგებოდ იკვლევდა გოეთეს ცხოვრებასა და შემოქმედებას; მისი ინიციატივით დაარსდა "გოეთეს კაბინეტი", რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთ საერთაშორისო კვლევის ცენტრად იქცა, სადაც ყოველწლიურად იმართებოდა გოეთეს დღეები; 1986 წლიდან გარდაცვალებამდე იყო გერმანული ფილოლოგიის კათედრისა და მის მიერვე დაარსებული "გოეთეს კაბინეტის" გამგე, სადაც გოეთეს შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით მოხსენებებს კითხულობდნენ უცხოელი სპეციალისტები, ეწყობოდა სტუდენტური თემატური კონფერენციები, 1988 წელს გოეთეს დღეების ფარგლებში მოეწყო იოჰან ვოლფგანგ გოეთეს გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც სპეციალურად გამოიგზავნა ვაიმარიდან; კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის ისტორიაში, თანამედროვე რომანის თეორიის სპეციალურ კურსებს, ლიტერატურული კრიტიკისა და ცალკეული ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე; 1965-1999 წლებში მან გამოაქვეყნა ასზე მეტი ნაშრომი და 6 მონოგრაფია ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ გამომცემლობებში როგორიც არის "ზურკამპი" ("Suhrkamp Verlag"), "ინზელი" ("Insel Verlag"), "ბიოლაუ" ("Böhlau Verlag"); რ. ყარალაშვილის კვლევის ძირითადი სფერო იყო თანამედროვე რომანის პოეტიკა და ჰერმან ჰესეს შემოქმედება, მან მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ჰერმან ჰესეს შემოქმედებას; აღიარებული იყო როგორც ჰერმან ჰესეს შემოქმედების უბადლო მცოდნე და ანალიტიკოსი; გარდაიცვალა ვაიმარში სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის დროს. გერმანულენოვანი მწერლობის მკვლევარი. (ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილისა და ართანელი თავადის შოთა ყარალაშვილის შვილიშვილი). წყარო: რეზო ყარალაშვილი : [გერმანისტი. პროფ. 1940-1989. ნეკროლოგი] // კომუნისტი. - თბილისი, 1989. - 16 აპრილი. - გვ.4; ღია საკონფერენციო სისტემები: ocs.sciencelib.ge; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |