შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1957წწ. "საქკომუნენერგოს" ტრესტის ინჟინერი, "ჰიდროპროექტის" საკავშირო ინსტიტუტის თბილისის განყოფილების ინჟინერ-დამპროექტებელი; 1957-1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი; 1960-1965წწ. ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ხრამჰეს-2-ის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1965-1972წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ვარდნილჰესების სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1972-1988წწ. ვარციხეჰესის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - სააქციო საზოგადოება "ჰიდროსპეცგვირაბმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |