შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჩახვაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1973-1976წწ. იყო საბჭოთა სპეციალისტების წარმომადგენელი ისპაჰანის (ფოლადშაჰრი, ირანი) მეტალურგიულ ქარხანაში; 1979-1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ქვეყნების სტუდენტთა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 2000-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსი; 2004-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ასისტენტ-პროფესორი; 2008-2009წწ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური ანალიზის სამსახურის უფროსი; 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში – აკრედიტებული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში; 2014 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.172
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |