The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ რუხვაძე

მიხეილ რუხვაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელსადგურების სპეციალობით 1966 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქენერგოგაწყობაში" ინჟინრად; 1974-1975წწ. საქართველოს ელექტროსისტემის ავტომატიზირებული მართვის სისტემების განყოფილება, ელექტრული ანგარიშების ჯგუფის უფროსი; 1975-1983წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული სადგურების, ქსელების და სისტემების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1983 წლიდან დოცენტი; 2003 წლიდან პროფესორი; 2006 წლიდან სრული პროფესორი; 1985-1989წწ. მივლინებული იყო ალჟირში, ქ. ანაბის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს "გარდამავალი პროცესები ელექტრულ სისტემებში"; ალჟირში მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა სამი სამაგისტრო ნაშრომი; მუშაობდა ორთაჭალჰესის ლაბორატორიის უფროსად; კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელექტროენერგეტიკის წამყვან დისციპლინაში "არასტაციონარული პროცესები ელექტრულ სისტემებში". მუშაობს შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" არასტაციონარული პროცესების განყოფილების უფროსად. არის 40-მდე სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.292

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: