ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვალერი ჩეჩელაშვილი
დაბადების თარიღი: | 17 მარტი, 1961 (64 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის კვალიფიკაცია 1983 წელს; ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ასპირანტურა 1987 წელს. 04/1987-10/1987 წელს იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1987-1989წწ. გაერთიანება "საქკურორტის" საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე; 1989-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 1998-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004წწ. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი; 03/2005-06/2005 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2005-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2007-2015წწ. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (GUAM) გენერალური მდივანი; 2016 წლიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან ELN (European Leadership Network)-ის წევრი; 1994-1998წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში; 2004-2005წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. დაიცვა დისერტაცია თემაზე "სსრკ-ს საგარეო ეკონომიკურ კავშირებში საქართველოს მონაწილეობის პრობლემები"; ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მიღებული აქვს ჯილდოები: მეორე ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (უკრაინა); პირველი ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (უკრაინა); საგარეო საქმეთა სამინისტროს ღირსების მედალი (უკრაინა); შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი დამსახურებისთვის (უკრაინა); მეცნიერებათა აკადემიის ღირსების მედალი (უკრაინა); საზღვრის დაცვის სამსახურის საპატიო ნიშანი (უკრაინა).
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.173
|